Tuesday, November 18, 2008

დურევი

სოფელი დურევი მდებარეობს საჩხერის რაიონში, ზემო იმერეთში მისი წარმოშობის ისტორია მრავალფეროვანია. სოფელი მაღალმთიანია, რაიონიდან 12კმ არის დაშორებული, აქვს ლამაზი ბუნება და არაჩვეულებრივი წყაროები.ამ სოფელში ამჟამად ორმოცდაათი ოჯახი ცხოვრობს. ნადირაძეები, ხარშილაძეები და ჭოხონელიძეები, თუმცა ერთი ორი სხვა გვარის მოსახლეებიც არიან.
დურევი 1952წელში მთელი თავისი მოსახლეობით, სუსხიან დეკემბერში, მარნეულის რაიონში გადასახლეს. ამ სოფელს „წერეთელი“ უწოდეს და დღესაც ასეა ცნობილი, თუმცა ხშირად დურევადაც მოიხსენიებენ.
საჩხერეში ალბათ ერთადერთი სოფელია სადაც სკოლა არა ფუნქციონირებს და ბავშვებს სხვა სოფელში უწევთ ფეხით სიარული. მიუხედავად ამისა ისინი საოცრად ჯამრთელები და ჭკვიანები არიან. სოფელში სხვათაშორის არც ავტობუსი დადის. წაიკითხავთ და გაგიკვირდებათ ოცდამეერთე საუკუნეში ასეთი რამე კიდევ ხდება?
სოფელში თბილი და საოცრად იუმორით დაჯილდოვებული ხალხი ცხოვრობს, ....
ეს ჩემი უბანია